ნარკოდანაშაული - დაკავებულია 4 ადამიანი
დიდი ოდენობით ნარკოტიკების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით სხვადასხვა დროს 4 ადამიანი დააკავეს. ამოღებულია „მეფედრონი”, „მეთადონი“, „ალფა-პვპ“, მცენარე „კანაფი“ და „კეტამინი“. დანაშაული 20 წლამდე პატიმრობას ითვალისიწინებს.
