უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი დაბომბეს. დრონებით თავდასხმა არმიანსკში მდებარე ტიტანის ქარხანაზე განხორციელდა. ქარხანა აღმოსავლეთ ევროპაში ტიტანის დიოქსიდის უდიდესი მწარმოებელია. უკრაინული მხარის განცხადებით, საწარმო რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მუშაობდა.
