მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს
ვიცე-პრემიერისა და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს, ამის შესახებ სამართალდამცავმა სისტემამ გაავრცელა ინფორმაცია და ეს ცნობილი იყო „ტვ პირველისთვისაც“, რომელმაც კადრები გაავრცელა.
