მოკრივე ალექსანდრ უსიკმა განაცხადა, რომ უკრაინამ „მოლაპარაკებებზე უნდა იფიქროს“ რუსეთთან
მოკრივე ალექსანდრ უსიკმა განაცხადა, რომ უკრაინამ „მოლაპარაკებებზე უნდა იფიქროს“ რუსეთთან. მისი თქმით, უკრაინა არ შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას, მაგრამ რადგან რუსებს და უკრაინელებს „ერთი და იგივე სისხლი აქვთ, წითელი“, ქვეყნებმა მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ. უსიკმა ეს განცხადება ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა, სახელწოდებით „ამერიკის მოწინააღმდეგეები: რუსეთის რეალობა“, რომელსაც ესწრებოდნენ უკრაინაში ტრამპის ყოფილი ელჩი, გენერალი კიტ კელოგი და მრავალი სხვა ამერიკელი ოფიციალური პირი და სენატორი
