POLITICO: ნატოს წევრი ქვეყნები ალიანსის უმაღლესი სამხედრო მეთაურისთვის დრონების ჩამოგდების უფლებამოსილების გაფართოებას გეგმავენ
ნატოს წევრი ქვეყნები, ალიანსის უმაღლესი სამხედრო მეთაურისთვის დრონების ჩამოგდების უფლებამოსილების გაფართოებას გეგმავენ. ცნობას POLITICO ორ ნატოელ დიპლომატზე და ალიანსის ერთ-ერთ ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. მოტივად ბოლო პერიოდში ლატვიის, პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეებში დრონების შეჭრის შემთხვევების გახშირება სახელდება. წინადადება ასევე ითვალისწინებს ნატოს ბალისტიკური საჰაერო თავდაცვის სისტემების ოფიციალურად ინტეგრირებას აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებსა და სხვა რეგიონებში მოქმედ გამანადგურებელი ავიაციის საჰაერო პატრულირების მისიებში, რის შედეგადაც ეს სისტემები საჰაერო თავდაცვის ამოცანებზე გადაერთვება
