70 ათასზე მეტი მსმენელი, გრანდიოზული 360-გრადუსიანი სცენა და დაუვიწყარი ემოციებით სავსე, Kanye West-ის შოუ-კონცერტი თბილისში
70 ათასზე მეტი მსმენელი, გრანდიოზული 360-გრადუსიანი სცენა და დაუვიწყარი ემოციებით სავსე შოუ-კონცერტი თბილისში - Starring Georgia-ს 2026 წლის სეზონის ფარგლებში, „დინამო არენაზე“ 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტის, Kanye West-ის ბოლო დროის, ყველაზე გახმაურებული შოუ-კონცერტი გაიმართა. აუდიტორიის წინაშე, დედამიწის ფორმის სფერული სცენიდან არტისტმა მუსიკალური და ვიზუალური პერფორმანსი წარმოადგინა. შოუ-კონცერტი თითქმის 2 საათი გაგრძელდა. Kanye West-მა ადრეული ცნობილი ჰიტები და სიმღერები ახალი ალბომიდან შეასრულა. 24 გრემის მუსიკალური ჯილდოს მფლობელი და 150 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომის ავტორის შოუ-კონცერტმა თბილისი, მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრიის ეპიცენტრად აქცია, რომელიც ლაივ სტრიმით გადაიცემოდა არტისტის იუთუბ არხზე
