მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი მიზნად ისახავს სტუდენტების სტაჟირებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას. ჩატარდა საჯარო ლექცია. სტუდენტებს, იუსტიციის მინისტრის მოადგილე სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებზე ელაპარაკა. სამინისტროს წარმომადგენლებმა კი მსჯავრდებულთა, პრობაციონერთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია- რეაბილიტაციისთვის მიმდინარე საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამებზე ისაუბრეს
