YE - რამდენიმე წუთი კონცერტამდე
წლის მთავარი მუსიკალური მოვლენა. გრემის 24 ჯილდოს მფლობელი და მილიონობით გაყიდული ალბომის ავტორი კანიე უესტი "დინამო არენაზე". გრანდიოზული სანახაობა, რომელზეც მსოფლიო ილაპარაკებს და რომელსაც თბილისი მასპინძლობს, სულ რამდენიმე წუთში დაიწყება. “სთარინგ ჯორჯიის” ფარგლებში, კანიე უესტის მასშტაბური პერფორმანსით, საქართველო საერთაშორისო შოუბიზნესის ყურადღების ცენტრშია.
