„განუსაზღვრელი შესაძლებლობები“- ფილმის ჩვენება
დოკუმენტური ფილმი „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ- იორკში უჩვენეს. კინოჩვენებას სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ. საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით შექმნილი კინოსურათით, საერთაშორისო საზოგადოება ქართველი პარა-ლიმპიელების განვლილ გზას და სახელმწიფოს თანადგომით ქვეყნისთვის მოპოვებულ მიღწევებს გაეცნო.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
