მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ყირგიზეთში კონკრეტული შედეგებით დასრულდა
მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ყირგიზეთში კონკრეტული შედეგებით დასრულდა. ორ ქვეყანას შორის, სამინისტროების მიერ ათი მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და იუსტიციის მინისტრებმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კი ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც მხარეები ადასტურებენ მზადყოფნას სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის.
