გახარიას პარტია მშვიდობიანი აქციის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტის ინიციატივით შედის
გახარიას პარტია მშვიდობიანი აქციის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტის ინიციატივით შედის. მმართველი გუნდის შეფასებით, გახარიას პარტიის წევრების მხრიდან პროტესტის უფლებებზე ლაპარაკი ცინიზმი და სპეკულაციაა. იუსტიციის მინისტრის მოადგილე გახარიას პარტიას 2019 წლის 20 ივნისის აქციას და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ახსენებს, რომლითაც 20 ივნისის მოვლენების დროს ძალის გადამეტების ფაქტებზე საქართველოს ეფექტიანი გამოძიების ჩატარება დაევალა.
