ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. მისი წასვლა თავდაცვის ხარჯებს უკავშირდება. პრემიერ მინისტრისთვის მიწერილ ოფიციალურ წერილში, ჯონ ჰეილი განმარტავს, რომ თავდაცვისთვის განკუთვნილი ინვესტიციის გეგმა, მსოფლიოში არსებული სახიფათო გარემოებების გათვალისწინებით, ქვეყნის საჭიროებებს არ პასუხობს და ვერც არმიას უზრუნველყოფს სათანადო რესურსებით. ამ ფონზე, იგი აღნიშნავს, რომ თანამდებობის დატოვების გარდა , სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბოლო ერთ თვეში უკვე უკვე მეექვსე მინისტრია კირ სტარმერის კაბინეტიდან, რომელიც თანამდებობიდან გადადგა
