2 დღის განმავლობაში ბათუმში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორგანიზებით, პირველად საქართველოში, გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ინოვაციები სასამართლო ექსპერტიზაში 2026“
2 დღის განმავლობაში ბათუმში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორგანიზებით, პირველად საქართველოში, გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ინოვაციები სასამართლო ექსპერტიზაში 2026“. ღონისძიების მთავარი მიზანია სასამართლო ექსპერტიზის სფეროში არსებული, თანამედროვე მიდგომების, ინოვაციური მეთოდების, მოწინავე ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება. კონფერენცია 170-მდე მონაწილეს მასპინძლობს, მათ შორის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 55 წარმომადგენელს
