აჭარის ტერიტორიაზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს, მათ შორის 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
აჭარის ტერიტორიაზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს, მათ შორის 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ფართომასშტაბიანი ღონისძიება საქართველოს პროკურატურის, ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის, პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროსა და ლოძის საოლქო პროკურატურის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურების თანამშრომლებმა ჩაატარეს. სპეციალური ღონისძიება ევროჯასტის და ევროპოლის მხარდაჭერით მომზადდა და საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე ათეულობით ადგილას ჩატარდა. სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე გამოძიებებით დადგენილია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, ინტერნეტსივრცეში კიბერდამნაშავეების და სხვა კრიმინალებისთვის უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული კრიპტოვალუტის გათეთრებას
