სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში რეგიონული განვითარების სამინისტროს დაფინანსებით 124 პროექტი მიმდინარეობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში რეგიონული განვითარების სამინისტროს დაფინანსებით 124 პროექტი მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში კი დამატებით 153 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყება, მათ შორისაა გზების, ხიდების, წყალმომარაგების, მრავალბინიანი კორპუსების ფასადების, ეზოების, სახურავების მოწყობა და სკოლებში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
