საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვისთვის სახელმწიფო კომპანია შეიქმნება
საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვისთვის სახელმწიფო კომპანია შეიქმნება. ახალი მიდგომა დაფუძნებული იქნება გზების, გვირაბების, ხიდებისა და სხვა ინფრასტრუქტურული აქტივების მუდმივ მონიტორინგზე და პრევენციულ მოვლაზე. ასევე დაგეგმილია 119 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკის შეძენა, რომელსაც სტიქიის შემთხვევებშიც გამოიყენებენ. საქართველოს მთავრობამ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტს უკვე წაუდგინა შესაბამისი კანონპროექტი.
