ოპოზიციას სხვა სახელმწიფოების სასარგებლოდ საქმიანობაში ამხელს პარლამენტის თავმჯდომარეც
საბოტაჟი, რევოლუციის ხუთი მცდელობა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება, პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სწორედ ეს არის ქართული ოპოზიციის ბიოგრაფია. ოპოზიციას სხვა სახელმწიფოების სასარგებლოდ საქმიანობაში ამხელს პარლამენტის თავმჯდომარეც. პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები, საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ემსახურება. შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა, გიგი წერეთლის, გიგა ბოკერიასა და ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომლებიც, მისი შეფასებით, ცდილობენ მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, თითქოს საქართველოს ამოცანა უნდა იყოს არა ეროვნული ინტერესების დაცვა, არამედ სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებით მოქმედება.
