ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 119 ადამიანი, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორი
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 119 ადამიანი, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორი. ეს ბოლო 48 საათში საქართველოს მასშტაბით, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგია. დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ამოიღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა-პვპ“, „მეთადონი“, „მეფედრონი“ და ,,ბუპრენორფინი“. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, სავარაუდოდ რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
