ბათუმში 21-ე საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება
ბათუმში 21-ე საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება. სკოლა ათას ოთხასი მოსწავლისთვისაა განკუთვნილი. უკვე მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, მუსიკალური და სხვა მრავალფუნქციური სივრცეები. ამ ეტაპზე კეთდება ეზო და მიმდინარეობს შენობის ტექნიკით აღჭურვა. ახალი სასწავლო წლიდან კი სკოლა შეძლებს მოსწავლეების მიღებას. ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა. აჭარაში 2026-2028 წლებში 30 ახალი საჯარო სკოლის აშენება და 70 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.
