ტურისტული გამოფენა კორეაში
საქართველო სამხრეთ კორეის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე. სეულში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 11 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში მრავალფეროვანი პრეზენტაციები და საქმიანი შეხვედრები გაიმართა. მიზანი კორეელი ტურისტების მოზიდვა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებაა.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
