უილსონის აქტი
ჩინეთთან ტრამპის ადმინისტრაციის მზარდი კავშირების ფონზე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ვაშინგტონს საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობით შეშფოთებისკენ მოუწოდებს. ჯო ვილსონი საქართველოს პრემიერისთვის, არასერიოზული ფიგურაა. ის არც ჩინეთის ელჩისთვის წარმოადგენს ანგარიშგასაწევ და ამერიკის პოლიტიკის წარმდგენ პერსონას. სწორედ ჯო ვილსონია „კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტის“ სპონსორი, რომელიც შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო. კანონპროექტი ამერიკის ადმინისტრაციას ავალდებულებს, მოამზადოს შეფასება საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო სტრუქტურების შეღწევის მასშტაბების შესახებ. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ვაშინგტონმა საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ 5-წლიანი სტრატეგიაც უნდა შეიმუშაოს. კანონპროექტი განსახილველად და დასამტკიცებლად, სენატს გადაეცა.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
