ბათუმში გოგებაშვილის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა და სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მიმართულებით სრულად აღდგა
ბათუმში გოგებაშვილის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა და სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მიმართულებით სრულად აღდგა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის მერთან ერთად დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. ამ პროექტით სრულდება რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების მასშტაბური რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, ჯამში 22 მილიონი ლარის სამუშაოები შეასრულა.
