ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაში გადადის
ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაში გადადის. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, წერილების ურთიერთგაცვლის გზით მიულოცეს ერთმანეთს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავი და მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანის თაობაზე. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34 -ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შორის შეხვედრა გაიმართა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ახალ ეტაპი პრემიერის შეფასებით, კიდევ უფრო მეტ შედეგებს მოიტანს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით.
