ვაჟა-ფშაველას III კვარტალში სკვერისა და სპორტული მოედნების განახლება მიმდინარეობს
ვაჟა-ფშაველას III კვარტალში სკვერისა და სპორტული მოედნების განახლება მიმდინარეობს. 5 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება დასასვენებელ სივრცეს, ასევე, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს. ტერიტორიაზე მოეწყობა ორი საბავშვო-გასართობი მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით , ორი ფიტნეს ზონა, ორი გადახურული პავილიონი. პროექტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 1 150 000 ლარს შეადგენს.
