არასერიოზული კაცი, რომელსაც სერიოზულად საკუთარ ქვეყანაშიც არავინ აღიქვამს-ასეთია პრემიერ-მინისტრის შეფასება კონგრესმენ ჯო უილსონზე
არასერიოზული კაცი, რომელსაც სერიოზულად საკუთარ ქვეყანაშიც არავინ აღიქვამს-ასეთია პრემიერ-მინისტრის შეფასება კონგრესმენ ჯო უილსონზე. სწორედ უილსონი გამოვიდა სიტყვით წარმომადგენელთა პალატაში, სადაც „კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ მიიღეს. ამ ფონზე კი, საქართველოს ხელისუფლება დონალდ ტრამპის მცდელობებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის თანახმადაც ამერიკის პრეზიდენტი მაქსიმალურად ცდილობს, გააღრმაოს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
