„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. მასშტაბური საკანონმდებლო პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა და ბიუროს სხდომაზე ის უკვე ინიცირებულია. ცვლილებები ეხება, უცხოელი სტუდენტის სწავლასთან დაკავშირებით დეტალურ რეგულაციებს, რეგულირდება სასწავლო ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული საკითხები, წესდება სტუდენტების მიღების მაქსიმალური კვოტა. ხოლო სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება. სასჯელი ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, ვადით ორიდან ათ წლამდე, ან ჯარიმას, ან შინაპატიმრობას, ვადით ერთიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას, ვადით ორ წლამდე. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ასევე ითვალისწინებს უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლას საქართველოდან გაძევებითა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვით.
