დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ჯგუფურად, უკანონოდ შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, დაკავებულია ორი ადამიანი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ჯგუფურად, უკანონოდ შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, დაკავებულია ორი ადამიანი. ორივე წარსულში ნასამართლევია. სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „მეფედრონი", „მეთადონი“, „მდმა“, „კლეფედრონი“, გამომშრალი „მარიხუანა“ და „კეტამინი“ ამოიღეს. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
