სპორტის მინისტრმა ქართველ კარატისტებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა
სპორტის მინისტრმა ქართველ კარატისტებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. ისტორიაში პირველად საქართველოს სპორტული კარატეს ნაკრებმა ფრანკფურტში გამართულ კონტინენტის პირველობაზე გუნდური კუმიტეს დისციპლინაში მესამე ადგილი დაიკავა. ინდივიდუალურ გამოსვლებში კი ცოტნე სორდია ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ქართველმა კარატისტმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ჩრდილო მაკედონიელი მეტოქე დაამარცხა.
