„განუსაზღვრელი შესაძლებლობები“
„განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ ასე ქვია დოკუმენტურ ფილმს, რომლის ჩვენება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობი მქონე ადამიანთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. ფილმი საქართველოს უახლესი ისტორიიდან სპეციალური საჭიროებისა და ქართველი პარალიმპიელების განვლილ გზას, გამოწვევებსა და მიღწევებს ასახავს. ნამუშევარი საერთაშორისო აუდიტორიას გააცნობს როგორც სპორტულ წარმატებებს, ისე შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანთა უფლებებისა და თანასწორობის მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ ცვლილებებს. ფილმი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით შეიქმნა.
