პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში საკრებულოების ფრაქციის წევრებს შეხვდნენ
პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“, სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში, საკრებულოების ფრაქციის წევრებს შეხვდნენ. შემაჯამებელი შეხვედრა კი წალენჯიხაში გაიმართა. განიხილეს თითოეული მუნიციპალიტეტის საჭიროებები და გამოწვევის დაძლევის ქმედით მექანიზმებზე იმსჯელეს. პარტიის წევრების განცხადებით, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, გამოწვევები პარლამენტში გაჟღერდება. ილაპარაკეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დინამიკასა და პარტიის სტრატეგიულ მიზნებზე.
