დაპირისპირება ოპოზიციაში
საპარლამენტო ოპოზიციასა და მმართველ გუნდს მიაჩნია, რომ ოპოზიციას ზიზღისა და დაპირისპირების გარეშე მოქმედება არ შეუძლია. ასე ხსნიან ისინი, შეურაცხმყოფელი ტექსტებით აგორებულ დაპირისპირების კამპანიას. ერთმანეთს პოსტებით ანა წითლიძე და თამარ ჩერგოლეიშვილი დაუპირისპირდა. წითლიძე ამტკიცებს, რომ გვარამიამ თანამებრძოლებს მძიმე მომენტში უღალატა. ასევე იხსნებს, რომ წარსულში გვარამია ჩერგოლეიშვილს დასცინოდა. თამარ ჩერგოლეიშვილმა კი სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შეურაცხყოფა მიაყენა.
