საკალათბურთო კლუბი „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა
საკალათბურთო კლუბი „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა „მურსია“ 100-76 დაამარცხეს და სერიაში 2-1 გაიმარჯვეს. 34 წლის ქართველმა კალათბურთელმა 24 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. ნახევარფინალში „ბარსელონას“ მეტოქე „ლაგუნა ტენერიფე“ იქნება, რომელსაც გიორგი შერმადინი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ ეხმარება.
