შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანში საბოლოო გადაწყვეტილებას აიათოლა იღებს და შესაბამისად, მასთან შეხვედრის სურვილი აქვს
შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანში საბოლოო გადაწყვეტილებას აიათოლა იღებს და შესაბამისად, მასთან შეხვედრის სურვილი აქვს, თუმცა ამ საკითხზე ჯერ საფუძვლანად არ უფიქრია. მირანდა დივაინის პოდკასტში მონაწილეობისას დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერთან ხისტი საუბარი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუზე გაბრაზებული არ არის, რადგანაც ის ომში მყოფი ქვეყნის ლიდერია.
