გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სტამბოლში, მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგების შემცირების საკითხებზე გამართულ მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სტამბოლში, მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგების შემცირების საკითხებზე გამართულ მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. დავით სონღულაშვილის განცხადებით, ეფექტიანი სისტემების ამოქმედება ნარჩენების და დანაკარგების შესამცირებლად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მინისტერიალი ფორუმის „ნულოვანი ნარჩენი“ ფარგლებში ჩატარდა და მასში სხვადასხვა ქვეყნის 50-მდე დელეგაციის 1 600 წარმომადგენელი, მონაწილეობდა. მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ კი აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის გააგრძელოს ინვესტირება რაც რეალურ სარგებელს მოუტანს როგორც მწარმოებლებს, ისე მომხმარებლებს.
