თამარ ჩერგოლეიშვილი და ანა წითლიძე ერთმანეთის პირისპირ
თამარ ჩერგოლეიშვილი და ანა წითლიძე ერთმანეთის პირისპირ. პოსტებითა და განცხადებებით გაჩაღებული დაპირისპირება ოპოზიციაში ყოველ დღე მწვავდება. წითლიძე ამტკიცებს, რომ გვარამიამ თანამებრძოლებს მძიმე მომენტში უღალატა. ასევე იხსნებს, რომ წარსულში გვარამია ჩერგოლეიშვილს დასცინოდა. თამარ ჩერგოლეიშვილმა კი სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შეურაცხყოფა მიაყენა.
