ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის შეფასებით, სასწრაფო ზომების გარეშე მაღალია იმის ალბათობა, რომ აფრიკაში ებოლას აფეთქების შემთხვევების რიცხვმა 3 თვეში 20 ათასს გადააჭარბოს
ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის შეფასებით, სასწრაფო ზომების გარეშე, მაღალია იმის ალბათობა, რომ აფრიკაში ებოლას აფეთქების შემთხვევების რიცხვმა 3 თვეში 20 ათასს გადააჭარბოს, გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობამ კი - 4 ათასს. სააგენტომ დაავადების გავრცელების სხვადასხვა სცენარის მოდელირება იმის მიხედვით მოახდინა, თუ რამდენად ეფექტურად იქნა განხორციელებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომები. "თუ დაავადების გავრცელების შესამცირებლად სწრაფად არ გატარდება ღონისძიებები, აფეთქება შესაძლოა ისეთივე მასშტაბური გახდეს, როგორც 2014-2016 წლებში, რამაც ინფიცირების 28 ათას-ზე მეტი შემთხვევა და 11 ათას-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია," - ნათქვამია ანგარიშში
