შავ ზღვაში თურქულ გემზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
შავ ზღვაში თურქულ გემზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას თურქული მედია სანაპირო დაცვის სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდასხმა 5 ივნისს ყირიმის მახლობლად მყოფ, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ თევზსაჭერ გემზე მოხდა. დაიღუპა ერთი მეთევზე და 4 დაშავდა. თავდასხმის შედეგად გემი ჩაიძირა. დაშავებულების ევაკუაცია ახლოს მყოფმა სხვა თევზსაჭერმა გემმა განახორციელა
