ახალციხე ყველაზე გემრიელ ფესტივალს მასპინძლობს
ახალციხე ყველაზე გემრიელ ფესტივალს მასპინძლობს. გასტრონომიული ფესტივალის ცენტრად, რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორია იქცა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ ღონისძიებაზე 13 ადგილობრივი მეწარმეა წარმოდგენილი. სტუმრებს იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მესხური კერძების დაგემოვნების საშუალება აქვთ. მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, აგრო ზონა კვების ობიექტები და გასართობი სივრცეები პატარებისთვის, ფესტივალის მუსიკალურ პროგრამას კი დიჯეი და ბენდი გააფორმებს
