სპორტული ჟურნალისტის ლაშა გოდუაძის წიგნის - „ხუთასზე მეტი ამბავი ოცდაორ მსოფლიო თასზე“ პრეზენტაცია გაიმართა
სპორტული ჟურნალისტის ლაშა გოდუაძის წიგნის - „ხუთასზე მეტი ამბავი ოცდაორ მსოფლიო თასზე“ პრეზენტაცია გაიმართა. გამოცემა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიას აერთიანებს. წიგნში თითოეულ მუნდიალს 26 გამორჩეული ისტორია და საინტერესო ფოტო მასალა ეძღვნება. პრეზენტაციას სპორტის, მედიისა და საფეხბურთო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. წიგნი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 5 დღე რჩება. ისტორიაში პირველად, ტურნირს სამი ქვეყანა: ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ. ახალი მუნდიალის მოლოდინში, ლაშა გოდუაძის წიგნი ფეხბურთის გულშემატკივრებს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიას კიდევ ერთხელ შეახსენებს
