სპორტის მინისტრმა ათლეტიზმის ნაკრებს კლასიკურ წოლჭიმში მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული შედეგი მიულოცა
სპორტის მინისტრმა ათლეტიზმის ნაკრებს კლასიკურ წოლჭიმში მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული შედეგი მიულოცა. პლანეტის პირველობაზე ქართველმა სპორტსმენებმა 12 მედალი მოიპოვეს, საიდანაც 4 ოქრო, 6 ვერცხლი და 2 ბრინჯაოა. გუნდურ შეჯიბრებაში ჭაბუკ ვაჟთა გუნდმა მეორე ადგილი, ქალთა გუნდმა - მესამე, ხოლო ახალგაზრდებში ვაჟთა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა. კლასიკურ წოლჭიმში ღია ასაკობრივ კატეგორიაში ქალებს შორის ოქროს მედალი სოფიკო კვანჭიანმა მოიპოვა, მან 120 კილოგრამი დააფიქსირა და პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი ქალი გახდა. ჭაბუკებს შორის ოქრო დაისაკუთრა გოდერძი ქარცივაძემ. მან 181 კილოგრამი დააფიქსირა და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. ახალგაზრდა მამაკაცებს შორის ჩემპიონობა გიორგი გელაშვილმა და ალეკო სიდანოვმა იზეიმეს. მსოფლიოს ჩემპიონატს პოლონეთის დედაქალაქმა ვარშავამ უმასპინძლა
