თბილისის კინოს სახლში რეჟისორისა და ანიმატორის ხათუნა ტატუაშვილის ახალი საავტორო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „ოჰ! დედა, დედა…“ პრემიერა გაიმართა
თბილისის კინოს სახლში რეჟისორისა და ანიმატორის ხათუნა ტატუაშვილის ახალი საავტორო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „ოჰ! დედა, დედა…“ პრემიერა გაიმართა. ფილმი ჰიპერმზრუნველობის, კონტროლისა და თავისუფლების შეზღუდვის თემებს ეხება და სიყვარულის სახელით შენიღბულ დამოკიდებულებებს იკვლევს. საერთაშორისო ფესტივალებზე უკვე აღიარებული და არაერთი ჯილდოს მფლობელი ნამუშევარი ქართველი მაყურებლის წინაშე პირველად ოფიციალურ პრემიერაზე წარდგა. ჩვენების შემდეგ გაიმართა შეხვედრა რეჟისორთან და ფილმის შემოქმედებით გუნდთან, სადაც დამსწრეებმა ნამუშევრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიიღეს
