იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუკითხა
იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუკითხა. შეხვედრა იუსტიციის სახლსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ისახავს მიზნად. ვახტანგ ჟვანიამ სტუდენტებს იუსტიციის სახლის განვითარების ხედვა გაუზიარა, ისაუბრა განხორციელებულ რეფორმებზე, ციფრულ ტრანსფორმაციასა და იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომლებიც მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისების მიღებას კიდევ უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის
