ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების თანამშრომლობის პროგრამის მმართველი საბჭოს მე-18 შეხვედრის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ეწვივნენ
ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების თანამშრომლობის პროგრამის მმართველი საბჭოს მე-18 შეხვედრის ფარგლებში, დელეგაციის წევრები, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ეწვივნენ. ევროპის 34 ქვეყნის ეროვნული კოორდინატორი, გენბანკების, სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტების, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მცენარეთა გენეტიკურ რესურსებს გაეცნენ, დაათვალიერეს ქართული ვაზისა და ხეხილის უნიკალური საკოლექციო ნარგაობები და მიიღეს ინფორმაცია ადგილობრივი კულტურული ჯიშების და ველური ფორმების მოძიების, აღდგენის, დაცვის, კვლევისა და კონსერვაციის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ. სტუმრებმა დაათვალიერეს ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე, დააგემოვნეს ჯიღაურას ბაზაზე დაცული იშვიათი და ნაკლებად გავრცელებული ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები, გაეცნენ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და ქვეყნის მდიდარ გენეტიკურ მემკვიდრეობას
