ოპოზიციაში დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის
ოპოზიციაში დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის. ნიკა გვარამიას ანა წითლიძე დაუპირისპირდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარტია „ახლის“ ლიდერს გარიგებებში, მიხეილ სააკაშვილისთვის ხმების წართმევის მცდელობასა და ფინანსური სარგებლის მიღებაში ადანაშაულებს. მანამდე პოსტები გამოაქვეყნეს ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა, ყოფილი ნაციონალი პარტიას დაუპირისპირდა, პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ იდეა და იდეალისტი ხალხი იმარჯვებს და არა ინტერესები და ფული. მას იმედი აქვს, რომ მღვრიე წყალი დაიწმინდება. ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას აფასებენ მმართველ გუნდში
