გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფება. დავით სონღულაშვილი თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრს იბრაჰიმ იუმაკლის შეხვდა. ყურადღება გამახვილდა აგროსასურსათო პროდუქციით ქვეყნებს შორის ვაჭრობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. დავით სონღულაშვილმა თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა თურქეთის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტის დაშვების გადაწყვეტილებისთვის, მინისტრმა თურქ კოლეგასთან საქართველოდან ცოცხალი პირუტყვის, ხორცის და ხორცპროდუქტების როგორც თურქეთში ექსპორტის, ასევე თურქეთის ტერიტორიაზე ტრანზიტის შესაძლებლობების საკითხი განიხილა. საუბარი შეეხო ცხოველთა ვაქცინაციის თემასაც. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საზღვრისპირა ტერიტორიებზე გაგრძელდება ერთობლივი შეწამვლითი და სხვა აპრობირებული მეთოდების გამოყენება აზიური ფაროსანას გასანადგურებლად. ასევე განიხილეს ტყის მეურნეობის მართვის, ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების მოწყობის საკითხები. შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმები
