სიონის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი გაეცნო
სიონის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი გაეცნო. დაზიანებულია ტაძრის გადახურვა და სამრეკლო, რის გამოც მოსული ნალექი აზიანებს კედლებს და საფრთხეს უქმნის ტაძარში არსებულ ფრესკებს. ტაძრის აღნიშნულ ნაწილს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ტაძარი და მისი სამრეკლო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და შესაბამისად პროექტს თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს. მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. სამუშაოები მერიის ინიციატივით დაიწყო
