ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის, ქურდობის და თაღლითობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავა პოლიციამ
ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის, ქურდობის და თაღლითობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავა პოლიციამ. მათგან ოთხი, წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობით მსჯავრის ქვეშ იმყოფება. არასრულწლოვანებმა, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქის კუთვნილ მობილურ ტელეფონს თაღლითურად დაეუფლა. სავაჭრო ობიექტებს 30 ათას ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგათ. გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს და ითვალისწინებს 8 წლამდე პატიმრობას
