ახალციხე ყველაზე გემრიელი დღესასწაულისთვის ემზადება
ახალციხე ყველაზე გემრიელი დღესასწაულისთვის ემზადება! ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე „გემო ფესტი“ დღეს, 15:00 საათიდან გაიხსნება. ორი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ იშვიათი, ტრადიციული მესხური კერძები ახლებური ვარიაციებით და გაეცნონ ადგილობრივ ნაწარმს. ფესტივალს, მუსიკალური პროგრამაც გააფორმებს. „გემო ფესტი“ სტუმრებს ღამის 12:00 საათამდე უმასპინძლებს
