საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე რეფორმები და ინვესტიციები საპორტო ინფრასტრუქტურაში
საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე რეფორმები, ინვესტიციები საპორტო ინფრასტრუქტურაში - ეს საკითხები განიხილა საქართველოს დელეგაციამ ათენში მსოფლიოს უმსხვილეს საერთაშორისო საზღვაო გამოფენა-კონფერენციაში გამართულ შეხვედრებსა და პანელურ დისკუსიებზე. დელეგაციამ შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნების საზღვაო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციების, გემთმფლობელების, საზღვაო ბიზნესის წარმომადგენლებთან. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქართველი მეზღვაურების მაღალ პროფესიულ კვალიფიკაციასა და ქვეყნის მზარდ როლზე რეგიონულ საზღვაო ინდუსტრიაში. ასევე ილაპარაკეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე
