სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორად სოფიო აბულაშვილი დაინიშნა
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორად სოფიო აბულაშვილი დაინიშნა. ახალი რექტორი თანამშრომლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა წარუდგინა. როგორც გეკა გელაძემ განაცხადა, სოფიო აბულაშვილს სხვადასხვა საჯარო უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორის თანამდებობას, რაც სასწავლებლის ინსტიტუციურ განვითარებასა და გაძლიერებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. თავის მხრივ ახლად დანიშნულმა რექტორმა გამოცხადებული ნდობისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მადლობა გადაუხადა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.სოფიო აბულაშვილმა მალხაზ ჩიტაია შეცვალა. გეკა გელაძემ მას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა
